logo_geo
მოქალაქეობაჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა
- +

4 აგვისტო. 2017. 17:11



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში, ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას პოლონური გამოცემა Telewizja Republika  არცელებს.


გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა პოლონურ ენაზე დაიწყო და შემდეგ ინგლისურად გააგრძელა. სააკაშვილმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.


უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განკარგულება 26 ივლისს გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.


მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.


პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ.


უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ არ გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდეს. მიხეილ საააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.












 

right_banner big_banner
არქივი