logo_geo
დევიდ როკფელერისა და მისი მეუღლის ქონება Christie’s-ს აუქციონზე გაიყიდება
- +

5 აგვისტო. 2017. 00:51



ბანკირის, ხელოვნების კოლექციონერის დევიდ როკფელერისა და მისი მეუღლის პეგის ქონება 2018 წლის გაზაფხულზე Christie's New York-ში გაიყიდება.


დევიდ როკფელერი მარტში 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე პეგი, 1996 წელს. ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ, რომ ეს შეიძლება ყველაზე ძვირადღირებული ქონება იყოს, რაც კი მანამდე აუქციონზე გაყიდულა - მოსალოდნელია, რომ მოდის დიზაინერის, Yves Saint Laurent-ის 2009 წელს გაყიდულ $ 484 მილიონიან ქონებას გადააჭარბოს.


როგორც Wall Street Journal-ი იუწყება, როკფელერის ანდერძში მისი აქტივები 700 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Christie's აქტივების მთლიანად გაყიდვას ვარაუდობს. როკფელერის წარმომავლობა კი კოლექციისადმი ინტერესს გაზრდის.

 

„ეს იქნება საუკუნის გაყიდვა და, ამასთან, უკანასკნელიც. ყველა ნამუშევარი როკფელერის სახელს უკავშირდება. ეს დიდი ისტორიული ოჯახის შესანიშნავი დანატოვარია და ძვირფასი ისტორიული კოლექციაა", - განუცხადა ბლუმბერგს Sotheby's იმპრესიონისტული ხელოვნების დეპარტამენტის ყოფილმა თანათავმჯდომარემ, დევიდ ნორმანმა.


ეს აუქციონი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან როკფელერს თავისი სიცოცხლის მანძილზე იშვიათად გაჰქონდა ქონება აუქციონზე. ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისია მარკ როტკოს ფერწერული ტილო „თეთრი ცენტრი" , რომელიც 2007 წელს Sotheby's New York-ში 72.84 მლნ დოლარად გაიყიდა. როკფელერმა ტილო მხოლოდ $ 10,000-ად შეიძინა.


20 ივნისს, აუქციონზე შემთხვევით მოხვდა როკფელერის 18.04-კარატიანი მასიური ზურმუხტის ბეჭედი, რომელიც Christie's New York-ის აუქციონზე ძვირადღირებული სამკაულების გვერდით გამოჩნდება. როკფელერის ზურმუხტის ბეჭდის ღირებულება 4-6 მილიონ დოლარია.











 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი