logo_geo
უცხოური მედია: კიევში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ორგიას ხშირად აწყობდა
- +

5 აგვისტო. 2017. 10:54


უცხოური მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ ცხოვრებაზე ალაპარაკდა.


გავრცელებულ ფოტოებზე იხილავთ სახლს, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი ცხოვრობდა. სააკაშვილის მდიდრული აპარტამენტი კიევის ცენტრში მდებარეობდა. 8 ოთახიანი ბინა, კორპუსის მეექვსე სართულზე.


ინტერიერი ეგვიპტურ სტილშია გადაწყვეტილი. საცხოვრებელი სახლი, ექს-პრეზიდენტის მეგობარმა, დავით ბეჟუაშვილმა შეიძინა.


კიევში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ორგიას ხშირად აწყობდა. მომხიბვლელი კიეველი ქალები ამ ბინიდან ძვირადღირებული საჩუქრებით, ბრილიანტის ბეჭდებითა და ბრენდული საათებით გამოდიოდნენ.


უკრაინული მედია ასევე წერს - როგორც ჭეშმარიტ ქართველს, სააკაშვილს უყვარს ჭამა. ის ხშირად სტუმრობდა დედაქალაქის რესტორნებს, სადაც მას მასპინძლობდნენ, როგორც მნიშვნელოვან სტუმარს.


მიხეილ სააკაშვილს, ფოტოგრაფები კიევის ქუჩებში ხშირად აფიქსირებდნენ Toyota Land Cruiser-ის ბრონირებული ჯიპით. მოგვიანებით მიშამ მანქანა შეიცვალა და Lexus GX 460-ით მოძრაობდა, რომელიც დაახლოებით 1 მლნ 300 ათასი გრივნა ღირს.


მას ასევე ხედავდნენ Mercedes S63 AMG-ით, ფასი დაახლოებით 4,4 მლნ გრივნაა. მანქანა საქართველოდან საჩუქრად დავით ბეჟუაშვილმა ჩაუყვანა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი