logo_geo
„საბარგულში სააკაშვილს ეძებდნენ“ - რეიდი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე?
- +

5 აგვისტო. 2017. 16:14


„წუხელ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე რეიდი ჩაატარა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდოდა", - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და „მიხეილ სააკაშვილის ახალი ძალების მოძრაობის" წევრი იური დერევიანკო პირად facebook გვერდზე წერს.


დეპუტატის თქმით, მისი მანქანა ზედმიწევნით გაჩხრიკეს.

 

„საბარგულში სააკაშვილს ეძებდნენ. ეს კომედია იმის მიზეზი გახდა, რომ მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა", - აღნიშნა მან. 


 

big_banner
არქივი