logo_geo
YouTube-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ნახვა Despacito-ს აქვს
- +

5 აგვისტო. 2017. 19:54


პუერტორიკოელი მუსიკოსის ლუის ფონსის სიმღერა Despacito-ს კლიპმა, YouTube-ის რეკორდი მოხსნა. ამ წლის 12 იანვარს ატვირთულ ვიდეოკლიპს, დღეს 3 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.


აქედან გამომდინარე, Despacito-მ გაასწრო კლიპს სიმღერაზე See You Again, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, გაასწრო YouTube-ის ოთხწლიან ლიდერს Gangnam Style-ს. ამჟამად See You Again-ს, 2,99 მილიარდი, ხოლო Gangnam Style-ს - 2,92 მილიარდი ნახვა აქვს.


19 ივლისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო სტრიმების სერვისებზე, ლუის ფონსისა და დედი იანკის სიმღერა, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია. დათვლების დროს, გათვალისწინებული იყო სიმღერის ორიგინალი და რემიქსიც, სადაც მონაწილეობას ჯასტინ ბიბერი ღებულობს.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი