logo_geo
მილანში გატაცებული ბრიტანელი მოდელი „აუქციონზე“ 300 ათას ევროდ გაიყვანეს
- +

6 აგვისტო. 2017. 01:31


პოლონელმა კაცმა ბრიტანელი მოდელი, რომელიც მილანში იყო ჩასული, წამლებით გააბრუა და "აუქციონზე" 300 ათას ევროდ გაიყვანა. ქალის სახელი არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ის მილანში ფოტოსესიებზე ჩავიდა. ინფორმაციას Telegraph ავრცელებს.


პოლიციის ინფორმაციით, ქალს სანარკოზე პრეპარატით ინექცია გაუკეთეს და ჩანთით გაიტაცეს. გამტაცებელმა ის აუქციონზე ინტერნეტის არაფორმალურ სეგმენტში გაიტანა.


მოდელმა იძულებაში 1 კვირა გაატარა. განგაში მოდელის აგენტმა ატეხა. საბოლოოდ, გამტაცებელმა მისი გათავისუფლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ ქალს 2 წლის შვილი ჰყავდა, რადგან თურმე „დედების გაყიდვა მის წესებს ეწინააღმდეგება". მან გატაცებული თავად მიიყვანა ბრიტანეთის საკონსულოში, სადაც ის დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი