logo_geo
ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა
- +

6 აგვისტო. 2017. 16:24

 


ვიეტნამში მომხდარ წყალდიდობას 23 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.


გავრცელებული ინფორმაციით, ვიეტნამში ძლიერი წვიმები და წყალდიდობა სამი დღის წინ დაიწყო. სტიქიის შედეგად დაშავებულია 21 ადამიანი, ხოლო 16 დაკარგულად მიიჩნევა. სამაშველო სამუშაოებში ჩართული 5 ათასი სამხედრო, აგრეთვე სამართალდამცავები და მოხალისეები. ვიეტნამის ექსპერტების სტატისტიკის მიხედვით, წყალდიდობის შედეგად განადგურებულია 228 სახლი, დაზიანებულია გზები, მინდვრები და სარწყავი სისტემები.


წინასწარი მონაცემების მიხედვით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 31,8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.












 

right_banner big_banner
არქივი