logo_geo
მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლონეთს ტოვებს, თუმცა უცნობია სად მიემგზავრება
- +

7 აგვისტო. 2017. 10:28


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში არალეგალურად არ დაბრუნდება.

 

„მე ყოველთვის კომფორტით არ ვმოგზაურობ. თუმცა, საბარგულში მოგზაურობა არ განეკუთვნება ჩემთვის მოგზაურობის სასურველ სახეობას", - განაცხადა სააკაშვილმა ვარშავაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.


როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ლეგალურად გეგმავს.


ამასთან, სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს პოლონეთს დატოვებს, თუმცა არ დაუზუსტებია, სად მიემგზავრება. 


 

right_banner big_banner
არქივი