საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში არალეგალურად არ დაბრუნდება.
„მე ყოველთვის კომფორტით არ ვმოგზაურობ. თუმცა, საბარგულში მოგზაურობა არ განეკუთვნება ჩემთვის მოგზაურობის სასურველ სახეობას", - განაცხადა სააკაშვილმა ვარშავაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ლეგალურად გეგმავს.
ამასთან, სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს პოლონეთს დატოვებს, თუმცა არ დაუზუსტებია, სად მიემგზავრება.