logo_geo
ჩინეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
- +

9 აგვისტო. 2017. 10:35


ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 17 დასახლებულ პუნქტსა და ტურისტულ ზონებში 13 ადამიანი დაიღუპა, 175 კი დაშავდა. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება. დაშავებულთაგან 23 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.


მიწისძვრა გუშინ, ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 6,5 შეადგინა. თუმცა, ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7-ს შეადგენდა. მიწისძვრის შემდეგ ასზე მეტი აფთერშოკი დაფიქსირდა.


 

right_banner big_banner
არქივი