logo_geo
მსოფლიოში ყველაზე დიდი დინოზავრი აღმოაჩინეს
- +

9 აგვისტო. 2017. 23:20


ამერიკელმა და არგენტინელმა მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე ცნობილ დინოზავრებს შორის ყველაზე დიდი აღმოჩნდა. Patagotitan mayorum-ი სიმაღლეში 37 მეტრს აღწევდა და 69 ტონას იწონიდა. ის ცარცულ პერიოდში 100 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. ახალი აღმოჩენის შესახებ სტატია ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.


დინოზავრის ნაწილები, მათ შორის ხერხემალი და კიდურები არგენტინის სამხრეთ ნაწილში, პატაგონიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მანამდე ყველაზე დიდ დინოზავრად ტირანოზავრი Argentinosaurus-ი მიიჩნეოდა.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი