logo_geo
შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში მოათავსეს
- +

10 აგვისტო. 2017. 21:46



ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში მოათავსეს. ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინ მის მიერ გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც მუსიკოსი დეპრესიაზე და თვითმკვლელობის სურვილზე საუბრობდა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.


მედიის ცნობით, 50 წლის ო'კონორი ამ დროისთვის ნიუ-ჯერსის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოშია. ვიდეოს გავრცელების შემდეგ სასტუმროსთან, სადაც მომღერალი ცხოვრობს, მისი თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ და დახმარება შესთავაზეს.


შინეიდ ო'კონორს 10-ზე მეტი ალბომი აქვს გამოცემული. მსოფლიო აღიარება მას სიმღერამ Nothing Compares 2 U მოუტანა. მომღერალს 4 ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს.













 

big_banner
არქივი