logo_geo
Apple ვარდისფერ iPhone-ს დროებით აღარ გამოუშვებს
- +

11 აგვისტო. 2017. 00:58



Apple ვარდისფერი iPhone-ის წარმოებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Verge-ი ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, Apple ამ წლის სექტემბერში დაანონსებულ iPhone 8-ს მხოლოდ სამ ფერში გამოუშვებს. ესენია: შავი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი. 


კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ Apple საერთოდ უარს ამბობს ვარდისფერზე, არამედ დროებით ზღუდავს წარმოებაში ამ ფერის გამოყენებას.


4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ Apple-მა უკვე დაიწყო iPhone 8-ის წარმოება.


ახალი iPhone 8-ის პრეზენტაცია 2017 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი