Soundgarden-სა და Audioslave-ის ვოკალისტს კრის კორნელს მის მშობლიურ ქალაქ სიეტლში ძეგლს დაუდგამენ. ამის შესახებ მომღერლის ოჯახზე დაყრდნობით NME-ი წერს.
კორნელის ცოლის თქმით, ძეგლზე მუშაობას დაახლოებთ 7 თვე დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი ის და კორნელის თაყვანისმცემლები გადაწყვეტენ ქალაქის რა ნაწილში უნდა დაიდგას მონუმენტი.
52 წლის კრის კორნელი 18 მაისს გარდაიცვალა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომღერალმა თავი მოიკლა.