logo_geo
რა შემთხვევაში შეძლებს სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას - უკრაინის გენპროკურორის მოადგილის განცხადება
- +

11 აგვისტო. 2017. 11:14


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ შესაბამისი ვიზის არსებობის შემთხვევაში შეძლებს. აღნიშნულის შესახებ პირად facebook გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.


„სააკაშვილის უკრაინაში შემოშვება (ის ახლა მოქალაქეობის გარეშე პირია, თუ არ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას მესამე ქვეყნების პასპორტი აქვს) შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაფორმებული იქნება შესაბამისი ვიზა", - აღნიშნა ევგენი ენინმა.


მისი თქმით, საზღვრის არალეგალური გადმოკვეთა სააკაშვილის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის ასპროცენტიან საფუძველს იძლევა.


უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც მოსარჩელეს, თავისი უფლებების დაცვა სასამართლოში დამცველის საშუალებითაც შეუძლია.


 

big_banner
არქივი