logo_geo
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის მზად არის
- +

13 აგვისტო. 2017. 15:39


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის მზად არის.


აღნიშნული საკითხი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.


ტრამპის თქმით, ვაშინგტონი, თავის მოკავშირეებთან ერთად, მზადაა მიიღოს დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ზომები, რათა ფხენიანის ბირთვული საფრთხის ნეიტრალიზება მოხდეს.


სატელეფონო საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ აშშ და საფრანგეთი, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ საკითხში კოორდინირებულად იმოქმედებენ.


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება უკვე ერთი კვირაა გუამის ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშით იმუქრება.


 

big_banner
არქივი