logo_geo
ქუვეითის სანაპიროზე ნავთობის მასშტაბური გაჟონვა მოხდა
- +

14 აგვისტო. 2017. 13:10


ქუვეითის სანაპიროებზე, სპარსეთის ყურეში ნავთობის გაჟონვა მოხდა. დაღვრილი ნავთობის საერთო ოდენობა დაახლოებით 35 ათასი ბარელია.


ნავთობის გაჟონვა ქვეყნის სამხრეთით ხაფჯის ნავთობსაბადოსთან მოხდა, რომელსაც ერთობლივად ამუშავებენ ქუვეითი და საუდის არაბეთი.


ქუვეითის ნავთობკორპორაციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საავარიო ბრიგადებმა დაღვრილი ნავთობის დიდი წილი ამოიღეს და ნავთობის დარჩენილი ლაქის სპარსეთის ყურეში ლოკალიზება შეძლეს.


ჩატარდა საზოგადოებრივი სანაპიროების გაწმენდითი სამუშაოები და ამჟამად მიმდინარეობს ჰაერისა და წყლის მონიტორინგი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი