logo_geo
ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალი სერენა უილიამსი გახდა
- +

15 აგვისტო. 2017. 01:58



მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების რეიტინგში პირველი ადგილი ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა დაიკავა.


Forbes-ის ცნობით, 2017 წელს უილიამსმა 27 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აღნიშნული თანხა მოიცავს ტურნირებში გამარჯვებით მოპოვებულ საპრიზო ფონდსა და სარეკლამო კამპანიებსა და ღონისძიებებში მონაწილეობით მიღებულ შემოსავალს.


რეიტინგში მეორე ადგილს 12,6 მილიონი დოლარით გერმანელი ასევე ჩოგბურთელი ანგელიკ კერბერი იკავებს, მესამე ადგილზე კი ამერიკელი ავტომრბოლელი დანიკა პატრიკი დასახელდა (12,2 მილიონი დოლარი).


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი