logo_geo
ყოფილი პირადი მცველი პრინცესა დიანას მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს
- +

15 აგვისტო. 2017. 02:56

 


ბრიტანული დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი და პრინცესა დიანას პირადი მცველი მიიჩნევს, რომ სამეფო ოჯახის წევრი შესაძლოა მოკლეს. ამის შესახებ Sun-ი წერს.


ალან მაკგრეგორის თქმით, პარიზში სასტუმრო "რიცში", სადაც დიანა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა, უსაფრთხოების ზომები საკმარისად დაცული არ იყო. მისი განმარტებით, იმ ღამეს ავტომობილი, რომლითაც პრინცესა დიანა უნდა გამგზავრებულიყო სასტუმროს ეზოში ეყენა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შესვლა.


ამასთან, მაკგრეგორის თქმით, ავტომობილი გამოყვანილი იყო საზოგადოებრივი ავტოსადგომიდან და არა დაცული მიწისქვეშა სადგომიდან.


სპეცსამსახურის თანამშრომელი ასევე მიიჩნევს, რომ პრინცესა დიანას მძღოლი საკმარისად კვალიფიციური არ იყო.


მაკგრეგორის თქმით, შესაძლოა დიანა ნამდვილად უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, თუმცა უფრო სარწმუნოა, რომ ავარია წინასწარ დაგეგმილი იყო.


პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად ეგვიპტელი მილიარდერის მუჰამედ ალ ფაიედის შვილი დოდო ალ ფაიედი და მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ.


 

 

 

big_banner
არქივი