logo_geo
მეცნიერები განგაშის ზარს რეკენ: ფუტკრების გადაშენება კაცობრიობის არსებობას საფრთხეს უქმნის
- +

15 აგვისტო. 2017. 23:46


მსოფლიოში, ყოველწლიურად  კლიმატური ანომალიების და ადამიანის მოღვაწეობის გამო ფუტკრების 20 % იღუპება. ენტომოლოგების აზრით ამან შეიძლება ცივილიზაცია ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს და თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, 2035 წლისთვის ეს სასარგებლო მწერი შესაძლოა საერთოდ გადაშენდეს.


კაცობრიობას აპოკალიფსის ახალი ვარიანტი წარმოუდგინეს, ამჯერად ენტომოლოგების ავტორობით. ვერდიქტი ასე ჟღერს: ფუტკრები გადაშენდებიან და ჩვენც მივყვებით. მეტი დამაჯერებლობისთვის ეინშტეინის სიტყვებს იშველიებენ, რომელიც ჯერ კიდევ 40-იან წლებში ამბობდა, რომ კაცობრიობა ფუტკრების გარეშე მხოლოდ 4 წელს გაძლებს. უცნობია, ხუმრობდა თუ არა ის, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით სურათი მართლაც მძიმეა.


მეცნიერების თქმით, ფუტკრები პლანეტაზე მთავარი დამმტვერიანებლები არიან. მათი წყალობით იზრდებიან კულტურები, რომელთა მოცულობის მესამედს ადამიანი გამოიყენებს, დაწყებული ხახვით და კომბოსტოთი და დამთავრებული ყავით და ფორთოხლით, მინერალების, ვიტამინების, ანტიოქსიდანტების უმეტესობა. ამ ყველაფრის გარეშე კაცობრიობის გამოკვება რთული იქნება, მითუმეტეს, რომ დედამიწის მოსახლეობა ყოველწლიურად 100 მილიონით იზრდება.


ფუტკრების გარეშე ადამიანებს დარჩებათ ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია. ეს კულტურები ქარით იმტვერება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და არც დიდად გემრიელია.


მაინც რა კლავს ფუტკრებს? აშშ-ში ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ფუტკრების დანაკარგი 50-80 %-ს შეადგენს. მთავარი შესაძლო მიზეზებიდან პირველ ადგილზეა ქიმია, რომლითაც მცენარეებს ამუშავებენ


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი