logo_geo
ავსტრიაში ცხელ ამინდში მანქანაში დატოვებული ბავშვი დაიღუპა
- +

17 აგვისტო. 2017. 15:27



ავსტრიაში 17 წლის დედამ 2 წლის ბავშვი ცხელ ამინდში ავტომობილში დატოვა. პოლიციის წინასწარი გამოძიებით, სიკვდილის მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა.


ინციდენტი ავსტრიის ქალაქ ბლუდენცში მოხდა. ქალი ტიროლის მხარედან ქალაქ ბლუდენცში მეგობართან ერთად ჩავიდა. მისი თქმით, ბავშვს გზაში დაეძინა და ქალს მისი გაღვიძება არ უნდოდა. უფროსები სახლში ავიდნენ და ასევე დაიძინეს, ხოლო ბავშვი ავტომობილში დარჩა.


რამდენიმე საათის შემდეგ, დედა შვილისთვის მიბრუნდა, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო.


პოლიციის ვარაუდით, ბიჭი სიცხის გამო დაიღუპა. თუ ეს ვარაუდი დამტკიცდება, დედას განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი