logo_geo
თეთრი სახლის კომუნიკაციების ახალი დირექტორი 28 წლის მოდელია
- +

17 აგვისტო. 2017. 19:11



თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის მოვალეობას დროებით 28 წლის მოდელი ჰოუპ ჰიქსი შეასრულებს. ჰიქსი ენტონი სკარამუჩის შეცვლის, რომელიც დანიშვნიდან 10 დღეში გაათავისუფლეს.


ამერიკულ მედიას მასზე ბევრი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ ჰიქსს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს და რამდენიმე წელია ტრამპის ოჯახთან დაახლოებული პირია.



მოდელი ჰოუპ ჰიქსი სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობდა, მათ შორს რალფ ლორენთან, სადაც ივანკა ტრამპი გაიცნო. 2014 წელს დონალდ ტრამპმა ის თავისი უძრავი ქონების კომპანიის პიარ-ხელმძღვანელად დანიშნა.


31 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ენტონი სკარამუჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 21 ივლისს კი სკარამუჩის გამო პრესმდივანის თანამდებობა შონ სპაისერმა დატოვა. 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი