logo_geo
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი დაგმო
- +

18 აგვისტო. 2017. 11:44



გაერო-ს უშიშროების საბჭომ, გუშინ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი დაგმო. უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განხორციელებული თავდასხმა „ბარბაროსული და ამაზრზენია".


გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებით, ტერორიზმი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ტერორიზმთან ბრძოლის აქტივიზირება უნდა მოხდეს.


„სოლიდარობას ვუცხადებთ ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში და აღვნიშნავთ, რომ საჭიროა ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურება", - ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადებაში.


ბარსელონაში, რამბლას ქუჩაზე განხორციელებულ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა.










 

big_banner
არქივი