logo_geo
პიტერ დინკლეიჯი ფანებს ჰასკის ჯიშის ძაღლების ყიდვისგან თავის არიდებას სთხოვს
- +

19 აგვისტო. 2017. 17:29



„სამეფო კარის თამაშების" მსახიობმა პიტერ დინკლეიჯმა, რომელიც პერსონაჟ ტირიონ ლანისტერის როლს ასრულებს, სერიალის ფანებს თხოვნით მიმართა. მსახიობმა განაცხადა, რომ ადამიანები ჰასკის ჯიშის ძაღლებს მხოლოდ იმიტომ ყიდულობენ, რომ ისინი სერიალის მგელსაზარებს ჰგვანან.


„თუ აპირებთ, რომ ოჯახში ძაღლი აიყვანოთ, დარწმუნდით, რომ ამისთვის მზად ხართ", - განაცხადა დინკლეიჯმა.



 

 

ცხოველთა დამცველები ასევე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თავშესაფრებში სპეციალურად არჩევენ ჰასკის ჯიშის ძაღლებს და შემდგომ მათ აბრუნებენ, რადგან სათანადოდ ვერ უვლიან.


საქველმოქმედო ორგანიზაცია „Blue Cross" ასევე ადასტურებს დინკლეიჯის სიტყვებს. მათი სტატისტიკით, „სამეფო კარის თამაშების" პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ, თავშესაფრებში ჰასკების რაოდენობამ რვაჯერ მოიმატა.


„ჰასკებს ასობით მილის გავლა შეუძლიათ ყინულსა და თოვლში. მათ არ ჰყოფნით მხოლოდ სახლის ხალიჩაზე კოტრიალი და სეირნობა პატარა ქუჩებში",- აცხადებენ ორგანიზაციაში.


სტატისტიკის მონაცმებით, თავშესაფარში მოხვედრილი ძაღლების უმეტესობას სახელად „სტარკი" ან „სანსა" ჰქვიათ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი