logo_geo
დედამიწას უდიდესი ასტეროიდი უახლოვდება
- +

19 აგვისტო. 2017. 20:26


NASA-ს ცნობით, დედამიწას უდიდესი ასტეროიდი „ფლორენსი" უახლოვდება, რომლის რადიუსი 4,4 კილომეტრია.


გავრცელებული ინფორმაციით, ,,ფლორენსი,, დედამიწას ყველაზე ახლო მანძილზე (7 მილიონი კილომეტრი) 1 სექტემბერს მიუახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა ასტეროიდს დედამიწასთან გაცილებით ახლო მანძილზე ჩაუვლია, ,,ფლორენსი,, გახლავთ უდიდესი ასტეროიდი, რომელიც NASA-ს თავისი არსებობის მანძილზე დაუფიქსირებია.


„ფლორენსი",  რომელიც ავსტრიელმა ასტრონომებმა 1981 წელს აღმოაჩინეს, დედამიწას ხელმეორედ 2500 წლისთვის მოუახლოვდება.


 

big_banner
არქივი