logo_geo
მაროკოს მეფემ ტერორიზმისთვის გასამართლებული 415 პირი შეიწყალა
- +

20 აგვისტო. 2017. 11:35

 


მაროკოს მეფემ მოჰამედ მეექვსემ ტერორიზმისთვის გასამართლებული 415 მსჯავრდებული შეიწყალა.


შეწყალებულთა შორის რამდენიმე 2003 წელს კასაბლანკაში მომხდარი ტერაქტის გამო იყო დაკავებული. მაშინ თავდასხმას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 12 თვითმკვლელი-ტერორისტი.


მაროკოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეწყალებულებმა პირობა დადეს, ტერორიზმთან არანაირი კავშირი აღარ ექნებათ.













 

big_banner
არქივი