logo_geo
„Xiaomi“-მ „ჭკვიანი“ კედები გამოუშვა
- +

21 აგვისტო. 2017. 20:41




სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ „Xiaomi" კედების პრეზენტაცია გამართა.


კედები, რომლის სახელწოდებაა Free Tie Leather, ცხოველის ტყავისგან არის დამზადებული. სხვა ფეხსაცმელისაგან კი იმით გამოირჩევა, რომ მას აქვს ფიტნეს-მრიცხველი და bluetooth-მოდული, რომლის საშუალებითაც კედები სმარტფონს „უკავშირდება".


სპეციალური აპლიკაციით კი კედების მფლობელი გაიგებს გავლილი ნაბიჯებისა და დახარჯული კალორიების რაოდენობას.


მისი შეძენა ამ დროისთვის გამოწერით არის შესაძლებელი. კედების ფასი 30 დოლარია.






 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი