logo_geo
რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ტურისტული სააგენტო გაიხსნა
- +

24 აგვისტო. 2017. 21:23



ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური ტურისტული სააგენტო NKOREAN-ი რუსეთში ამუშავდა. ამის შესახებ მოსკოვში, პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ კორეის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა.


როგორც წესი, NKOREAN-ი კლიენტებს 15-დღიან ტურებს სთავაზობს, თუმცა ინდივიდუალური მოთხოვნით შესაძლოა გრძელვადიანი ტურებიც დააწესოს.


ფხენიანში ყოფნისას NKOREAN-ის კლიენტებს თან უნდა ახლდეთ გიდი. კომპანია თავის თავზე იღებს ყველა სავიზო და ტექნიკურ საკითხებს და აფორმებს ბილეთებს.


ჩრდილოეთ კორეის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, მათ ქვეყანაში წელიწადში მაქსიმუმ 100 ადამიანი ჩადის რუსეთიდან და სააგენტოს გახსნის შემდეგ, უფრო მეტი რუსი ტურისტის ჩასვლის იმედი აქვთ.


3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა 1 სექტემბრიდან თავისი მოქალაქეებისთვის ჩრდილოეთ კორეაში შესვლა შეზღუდა. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 21 ივლისს ორმა ჩინეთში რეგისტრირებულმა ტურისტულმა სააგენტომ, Koryo Tours-მა და Young Pioneer Tours-მა გაავრცელეს. ეს კომპანიები ჩრდილოეთ კორეაში ოპერირებენ.


Young Pioneer Tours-ი ის სააგენტოა, რომელმაც ამერიკელი სტუდენტი ოტტო უორმბირი ჩრდილოეთ კორეაში წაიყვანა. ის დააკავეს და 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. აშშ-ში ის ივნისში, კომაში დაბრუნდა და ერთ კვირაში გარდაიცვალა.


ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებაზე შეზღუდვა სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი სტუდენტის გარდაცვალების შემდეგ დააწესა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი