logo_geo
ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტობის პირველ სამ თვეში, ვიზაჟისტის მომსახურებაზე 26 000 ევრო დახარჯა
- +

25 აგვისტო. 2017. 00:33


 

ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტობის პირველ სამ თვეში, ვიზაჟისტის მომსახურებაზე 26 000 ევრო დახარჯა. ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის პირადმა გრიმიორმა პრესკონფერენციების წინ და უცხოური ვიზიტებისას გაწეული სამუშაოსთვის პირველად 10 000 და მეორედ 16 000 ევრო მოითხოვა.


​ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პრეზიდენტის სასახლემ განმარტება გააკეთა. სასახლეში განაცხადეს, რომ კონტრაქტორს გადაუდებელი აუცილებლობის გამო დაუკავშირდნენ.


ემანუელ მაკრონის მიერ დახარჯული თანხა, 4 ათასი ევროთი ნაკლებია, ფრანსუა ოლანდი მიერ გრიმიორისთვის გადახდილ ხელფასთან შედარებით. ფრანსუა ოლანდის პრეზიდენტობის დროს, სასახლეს ყოველ 3 თვეში ოლანდის პირადი ვიზაჟისტის მომსახურება 30 000 ევრო უჯდებოდა. ოლანდის დალაქის ხელფასი 9 885 ევრო იყო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი