logo_geo
Facebook-მა 360°ფოტოების გადაღების ფუნქცია დაამატა
- +

25 აგვისტო. 2017. 01:10



იშვიათია დღე, როდესაც Facebook-ი საკუთარ მომხმარებლებს სიახლით არ ანებივრებს. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ მობილურ აპლიკაციაში  360°ფოტოების გადაღების ფუნქცია დაამატა. აღნიშნული ფუნქცია ამ დრომდე მომხმარებლების გარკვეულ კატეგორიაზე გადიოდა დატესტვას. დღეიდან კი, მისი გამოყენება ყველას შეუძლია.


​ Facebook-ზე 360°ფოტოების ატვირთვა აქამდეც შეგვეძლო. თუმცა, მხოლოდ ატვირთვა და არა აპლიკაციით გადაღება. ფუნქცია ჩვენს კედელზე, დაპოსტვის ველში დაემატა და ის ბოლო ღილაკადაა განთავსებული.


​ფოტოების გადაღება ძალიან მარტივია. საჭიროა 360 Photo-ზე დაკლიკვა და კამერის, პანორამის სტილში დატრიალება. მნიშვნელოვანია რომ ფუნქცია მხოლოდ ერთი ხაზის მიმართულებით გვაძლევს 360°ფოტოს გადაღების საშუალებას.


ფუნქციის გამოყენება ერთნაირად შეუძლიათ, IOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს. თუ აღნიშულ ფუნქციას ჯერ ვერ პოულობთ თქვენს აპლიკაციებში, სცადეთ მისი განახლება.


 

big_banner
არქივი