logo_geo
ქარიშხალ „ჰარვის“ შემდეგ, ჭიანჭველათა კოლონიები თავის გადასარჩენად მოტივტივე „ნავებს“ ქმნიან
- +

29 აგვისტო. 2017. 20:57


ქარიშხალ „ჰარვის" შემდეგ, ჰიუსტონის ზონის მცხოვრებნი უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ: წყალდიდობისას, ე. წ. ცეცხლის ჭიანჭველების (Solenopsis) კოლონიები ერთიანდებოდნენ, რათა წყალზე მოტივტივე „ნავი" შეექმნათ.


ცეცხლის ჭიანჭველა სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული ინვაზიური სახეობაა, რომელმაც აშშ-ის სამხრეთ ნაწილშიც წარმატებით შეაღწია. 


წყალდიდობისაგან გასაქცევად, შხამიანი მწერები სწრაფად იყრიან თავს ერთად; შექმნილი „ნავის" ცენტრში ათავსებენ დედა-ჭიანჭველას და ჭუპრებს. 


ჭიანჭველები ერთმანეთს იმდენად მჭიდროდ ეკვრიან, რომ შუაში ინარჩუნებენ ჰაერს, ასევე მჭიდროდ ეკვრიან ფსკერზე მყოფი ჭიანჭველები და შეუძლებელი ხდება წყლის შეღწევა. 


სვლასთან ერთად, „ნავი" ფორმას იცვლის. როგორც ერთ-ერთმ კვლევამ აჩვენა, ზედაპირზე მყოფი ჭიანჭველები დროდადრო ენაცვლებიან ფსკერზე მყოფთ, 


კვლევის ავტორთა ცნობით, ზოგიერთ ასეთ „ნავში" 100 000-ზე მეტი ჭიანჭველაა თავმოყრილი.


ამ სტრუქტურაში, ცეცხლის ჭიანჭველებს კვირაზე მეტხანს შეუძლიათ გადარჩენა; მსვლელობისას კი მუდმივად ეძებენ მშრალ მიწას, რათა ხელახლა შეერთდნენ და ტივტივი განაგრძონ.


ამ მიზეზის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მენავეებს, რადგან თუკი შემთვევით გადაეყრებიან წყალში მოტივტივე ასეთ კოლონიას, ჭიანჭველები უმალ შეესევიან მის ნავს.


აშშ-ის ამინდის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს ტეხასისა და ლუიზიანის შტატების მოსახლეობას და ურჩევს, რაც შეიძლება სწრაფად აარიდონ თავი წყალდიდობის შედეგად დარჩენილ ტბორებს, რადგან ჭიანჭველათა კოლონია შესაძლოა შეესიოს სტიქიის შედეგად დაბლა ჩამოწეულ ელექტროგადამცემ ხაზებს და შედეგად, დენი წყალში გადავიდეს.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი