logo_geo
პენტაგონმა ტრანსგენდერების ჯარში მსახურების შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება შეაჩერა
- +

30 აგვისტო. 2017. 22:31



Usa Today წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ ტრამპის ბრძანების შესრულება შეაჩერა, რომელიც ჯარში ტრანსგენდერების მსახურებას შეეხება.


ჯეიმს მეტისმა ექსპერტების საბჭოს შეკრების ბრძანება გასცა, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილების შედეგების შესახებ კვლევას ჩაატარებს.


პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ის თავის პოზიციას პრეზიდენტს საბჭოს მიერ რეკომენდაციების გამოქვეყნებისა და ასევე ნაციონალური უსაფრთხოების ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს.


"მანამდე კი მოქმედი პოლიტიკა ძალაში დარჩება"- განაცხადა მეტისმა.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსგენდერები ჯარში მსახურებას გააგრძელებენ.


ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება 26 აგვისტოს გასცა.












 

big_banner
არქივი