logo_geo
ჟან-ივ ლე დრიანი: „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში და ერაყში მარცხდება
- +

31 აგვისტო. 2017. 12:26



საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა გაზეთ „Parisien"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" სირიაში და ერაყში მარცხდება.


„ისლამური სახელმწიფო" მარცხდება. ერაყში ჩვენ უკვე ომის შემდგომ სიტუაციაში ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები გრძელდება. ახლა საუბარი მიდის აღდგენაზე, სიტუაციის სტაბილიზაციაზე და შერიგებაზე. სირიაში ჯიჰადისტების წინააღმდეგ ომია და ასევე არის სამოქალაქო ომი. სამხედრო ლოგიკა „ისლამური სახელმწიფოს" ამოძირკვამდე მიგვიყვანს. საჭიროა, სწრაფად გამოიძებნოს გზა, რათა სირიის კონფლიქტის მეორე ასპექტის, სამოქალაქო ომის დარეგულირება მოხდეს", - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

 



 

big_banner
არქივი