logo_geo
აშშ-ში კიბოს წინააღმდეგ სამკურნალოდ გენური თერაპია დაუშვეს
- +

31 აგვისტო. 2017. 15:13



ამერიკის შეერთებულ შტატებში კიბოს წინააღმდეგ სამკურნალოდ გენური თერაპიის კურსი პირველად დაუშვეს.


გადაწყვეტილება აშშ-ის სურსათისა და სამკურნალო პრეპარატების ხარისხის კონტროლის სამმართველომ მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ დაავადებული პაციენტის სამკურნალოდ პირველი კატეგორიის წამლები უშედეგო აღმოჩნდება, მას მკურნალობის ახალი თერაპია დაენიშნება, რომელსაც ამერიკელმა მედიკოსებმა უკვე უწოდეს რევოლუციური.


გენური თერაპიის პირველი პაციენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვები იქნებიან. მკურნალობის კურსის მიხედვით, პაციენტის სისხლის გენმოდიფიცირებული უჯრედები გამოიყენება. ეს უჯრედები კი პაციენტის იმუნურ სისტემას ააქტიურებს და უფრო ინტენსიურად ანადგურებს კიბოს უჯრედებს.


კომპანია „Novartis"-ის მიერ დამკვიდრებული სამკურნალო კურსის ღირებულება 475 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. კვლევამ აჩვენა, რომ გენური თერაპიის კურსის გავლის შემდეგ პაციენტების 83%-მა კიბოს ერთ-ერთი სახეობის დამარცხება შეძლო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი