logo_geo
„ლურჯი ვაშაპის“ ადმინისტრატორი დააკავეს!
- +

31 აგვისტო. 2017. 21:02


რუსეთში „ლურჯი ვეშაპის" კიდევ ერთი ადმინისტრატორი დააკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის გოგონა, რომელიც „ლურჯი ვეშაპის" ერთ-ერთ ჯგუფს მართავდა, კამჩატკის რეგიონში დააკავეს.


inforustavi.ge-ს ცნობით, გოგონა სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში წინასწარ შერჩეულ ადამიანებს აწევრიანებდა, მათ სახიფათო დავალებებს აძლევდა და დავალებების შესრულების პროცესის გადაღებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოზარდებს ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.


დაკავებულის სახლიდან პოლიციამ ლეპტოპები, მობილური ტელეფონები,  ჯგუფის წევრების სიები და  ბლოკნოტები ამოიღო, რომლებშიც ადმინისტრატორს  ჯგუფის თითოეული წევრის შესახებ ეწერა ინფორმაცია, მათ შორის,  ვინ რითი ერთობოდა, ვისთან მეგობრობდნენ, როგორი ოჯახები ჰყავდათ და რა პრობლემები ჰქონდათ.


ეჭვმიტანილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.


 

 

 

 


 

big_banner
არქივი