logo_geo
კალიფორნიელმა მეცნიერებმა უცხო გალაქტიკიდან გამოგზავნილი 15 ახალი სიგნალი დააფიქსირეს
- +

1 სექტემბერი. 2017. 13:14



მეცნიერებმა კოსმოსიდან მიღებული 15 ახალი სიგნალი დაიჭირეს, რაც დედამიწის გარდა სიცოცხლის სხვაგან არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს. ეს აღმოჩენა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში არსებულ პროექტ Breakthrough Listen-ში ჩართულმა პროფესორ-მეცნიერებმა დააფიქსირეს.


ე.წ. გამონათებები 26 აგვისტოს სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით დაფიქსირდა. თითოეული სიგნალი 300 მილიწამის განმავლობაში გრძელდებოდა. სიგნალის წყარო FRB 121102-ია - ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც დედამიწიდან სამი მილიარდი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. როგორც სწავლულები ამბობენ, გალაქტიკა მზის მასაზე 40-70 მილიონჯერ უფრო მძიმეა, ხოლო მისი დიამეტრი 13 ათასი სინათლის წელიწადის ტოლია.


FRB 121102-ისგან პირველი სიგნალი ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღეს. ამის შემდეგ მეცნიერების მცდელობა უცხო სამყაროს დაკავშირებოდნენ 26 აგვისტომდე უშედეგოდ სრულდებოდა.


დღეის მონაცემებით, გალაქტიკიდან დედამიწაზე ასეთი 150-მდე სიგნალია გამოგზავნილი, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სიგნალი RB 121102-იდან განმეორდა.





 

 

FRB 121102-ისგან მიღებული სიგნალი








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი