როსკოსმოსის ასტრონავტმა სერგეი რიაზინსკიმ იშვიათი ატმოსფერული მოვლენა - პოლარული ნათება კოსმოსიდან დააფიქსირა. ვიდეოს სახელმწიფო კორპორაციის ოფიციალურ YouTube-არხზე აქვეყნებენ.
ავრორას ნათება, ჩრდილოეთის ციალი, პოლარული ციალი - მას ბევრნაირი სახელი აქვს. ეს არის პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების ნათება. რომელიც მზის ქარის ნაწილაკებით დამუხტული ურთიერთქმედების შედეგად იქმნება. ნაწილაკები ატმოსფერულ აირებთან: აზოტსა და ჟანგბადთან შედიან ქმედებაში და ამის შედეგად წარმოიქმნება ნათება.