logo_geo
iPhone 8-ის ახალი ფუნქციები გამოქვეყნდა
- +

4 სექტემბერი. 2017. 11:11


ახალ iPhone-ში ხმოვანი ასისტენტის Siri-ს გამოძახება შეიძლება შესაძლებელი გახდეს ბლოკირების ღილაკზე თითის ხანგრძლივი დაჭერით. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე გამოქვეყნდა.


დამოუკიდებელი პროგრამისტის, გილიერმო რემბოს თქმით, ახალი ფუნქციის შესახებ მან ჭკვიანი მიკროპროგრამის, HomePod-ის კოდის შესწავლის შემდეგ შეიტყო. სიახლე დაკავშირებულია იმასთან, რომ iPhone 8-ს ღილაკი Home აღარ ექნება. სწორედ ამ ღილაკის საშუალებით ხდებოდა Siri-ს გამოძახება.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-ს ღილაკი Home თითის ანაბეჭდის სკანერით აღარ ექნებოდა, აგვისტოს დასაწყისში დადასტურდა.


iPhone 8-ის პრეზენტაცია 12 სექტემბერს არის დაგეგმილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი