logo_geo
„მას ჩემი და ჩემი მეგობრის მოკვლა უნდოდა“ - მოსკოვის ოლქში მოზარდმა თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა
- +

5 სექტემბერი. 2017. 16:30


 

მოსკოვის ოლქში, ივანტეევკის სკოლაში, 15 წლის მოსწავლე კლასში შევიდა და მასწავლებელს თავში ცული ესროლა, შემდეგ კლასში კუსტარულად დამზადებული პეტარდები ააფეთქა და პნევმატური იარაღიდან სროლა დაიწყო.


თანაკლასელების თქმით, თავდამსხმელი მათ მანამდე ემუქრებოდა.

 

„მას ჩემი და ჩემი მეგობრის მოკვლა უნდოდა. თავიდან ვფიქრობდით, რომ ხუმრობდა და სერიოზულად არ აღვიქვამდით და დღეს, როდესაც შემოვიდა კლასში, მგონია, რომ სწორედ ჩვენი მოკვლა სურდა", - განაცხადა მოზარდმა.


თავდამსხმელის დის თქმით, ძმის აგრესიის მიზეზი თანაკლასელების მხრიდან დამცირება იყო.


„ისინი ჩემს ძმას ჩაცმულობის გამო დასცინოდნენ", - განაცხადა 15 წლის თავდამსხმელის დამ.


მოზარდი დაკავებულია. მის მიმართ აღძრულია საქმე ხულიგნობის მუხლით.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი