logo_geo
ირმის ნახტომში ახალი შავი ხვრელი იპოვეს
- +

5 სექტემბერი. 2017. 18:02



იაპონელმა ასტროფიზიკოსებმა, ირმის ნახტომის ახალი, სავარაუდო შავი ხვრელის გამოსხივება დააფიქსირეს. კვლევას ვრცლად ჟურნალი „Nature Astronomy" ავრცელებს.


ახალი შავი ხვრელი მზეზე ასი ათასჯერ მძიმეა და განლაგებულია მოლეკულური გაზის ღრუბელში.


ასტროფიზიკოსებმა ობსერვატორია ALMA-ს  (Atacama Large Millimeter Array) დახმარებით, 265,9 გიგაჰერცის სიხშირის გამოსხივება დააფიქსირეს.


შავი ხვრელი - არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ შეუძლია მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი, სავარაუდოდ, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი