logo_geo
დნმ-ის ანალიზმა სალვადორ დალის ნათესაური კავშირი „თავის შვილთან“ არ დაადასტურა
- +

6 სექტემბერი. 2017. 22:45


ექსპერტიზამ არ დაადასტურა ნათესაური კავშირი სალვადორ დალისა და მარია პილარ აბელ მარტინესს შორის, რომელიც ამტკიცებდა, რომ 1989 წელს გარდაცვლილი მხატვარი მამამისი იყო, - წერს ესპანური მედია.


დნმ-ის ტესტის ჩატარების აუცილებლობა მადრიდის სასამართლომ დაადგინა, რათა მოსარჩელე აბელ მარტინესის ნათესაური კავშირი გარკვეულიყო.


აბელი ამტკიცებდა, რომ თავის წარმომავლობის შესახებ დედამისისგან შეიტყო, რომელიც სალვადორ დალისთან მოსამსახურედ მუშაობდა და 1955 წელს მათ შორის ინტიმურ კავშირსაც ჰქონდა ადგილი.


სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სალვადორ დალის ნეშტის ექსჰუმაცია 21 ივლისს განხორციელდა.


ნათესაური კავშირის დადასტურების შემთხვევაში პილარ აბელი გახდებოდა სალვადორ დალის მემკვიდრეობის 25%-ის პრეტენდენტი, ასევე მიენიჭებოდა უფლება, ეტარებინა მისი გვარი და მიეღო უფლება მხატვრის ნამუშევრებზე.


სალვადორ დალის მემკვიდრეობა 325 მლნ ევროდ არის შეფასებული.


საკითხზე საბოლოო სასამართლო სხდომა 18 სექტემბერსაა დანიშნული.


 

big_banner
არქივი