logo_geo
ინტერნეტ-ნაცნობობა მომხმარებლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უშუალო საფრთხეს უქმნის!
- +

7 სექტემბერი. 2017. 01:37


The Daily Mail-ი წერს, რომ ბრიტანული სტომატოლოგიური ასოციაციის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ის ინტერნეტ-აპლიკაციები, რომლებიც ქსელში ადამიანების გაცნობისთვისაა შექმნილი, მომხმარებლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უშუალო საფრთხეს უქმნის.


მეცნიერების მტკიცებით, ონლაინ-გაცნობის აპლიკაციები ხელს უწყობს შემთხვევით სქესობრივ კავშირებს, კერძოდ, დაუცველ, მათ შორის ორალურ სექსს. ეს უკანასკნელი კი ადამიანის პაპილომავირუსების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კერძოდ, HPV-16, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოსთანაა დაკავშირებული, ენის და ხორხის ქსოვილზე ახალ წარმონაქმნებს აჩენს.


ორგანიზაციის მონაცემებით, საქმე ეხება 400 ათასზე მეტი ბრიტანელი მოზარდის უსაფრთხოებას, რადგან დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციის და იმუნიზაციის გაერთიანებულმა კომიტეტმა ბოლო წლების ინტერნეტ-ტენდენციები არ გაითვალისწინა. მანამდე კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, არ აეცრათ უფასოდ მამრობითი სქესის მოზარდები ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ, განსხვავებით 12-13 წლის გოგოებისგან.


ბოლო 30 წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ხორხის კიბო სულ უფრო გავრცელებული დაავადება ხდება. ყოველწლიურად ამ დიაგნოზს ქვეყნის 5 ათასამდე მოქალაქეს უსვამენ.


 

big_banner
არქივი