logo_geo
„ირმა“ - მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია?!
- +

8 სექტემბერი. 2017. 13:58


ბოლო დღეებია ამერიკის შეერთებულ შტატებს ქარიშხალი „ირმა" უტევს. ქარის სიჩქარის გამომთვლელის დაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ „ირმა" ყველაზე ძლიერი ქარიშხალია ისტორიაში. ქარის სიჩქარე უკვე აღწევს 295 კილომეტრს საათში. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემებით, უმაღლესი, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალ „ირმას" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 14-ს მიაღწია.


არსებული ინფორმაციით, სტიქია ფლორიდასა და კუბას უახლოვდება. განსაკუთრებით რთულ სიტუაციას მაიამის ტერიტორიაზე პროგნოზირებენ. უფრო ადრე სტიქია კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა. ყველაზე დიდი ზარალი ბარბუდის კუნძულს მიადგა. ტერიტორიაზე თითქმის ყველა ნაგებობა დანგრეულია.


წითელი ჯვრის მონაცემებით, სტიქიამ ნახევარი მილიონი ადამიანი უკვე დააზარალა, 26 მილიონს კი საშიშროება ემუქრება.


„ეს ტორნადოს მსგავსია", - ამბობს ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის მეტეოროლოგი ჯეფ ვებერი.


აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის პროგნოზის მიხედვით, კვირას, 10 სექტემბერს სამხრეთ ფლორიდაში იქნება ძლიერი ქარი, წვიმა და სანაპიროზე შტორმი.


რატომ გახდა „ირმა" ასეთი ძლიერი, ინტენსიური და საშიში?


კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერის, ფილ კლოცბახის თქმით, ქარიშხლის სიძლიერე განისაზღვრება სამი ძირითადი ფაქტორით: „წყლის ტემპერატურა, ქარი და ატმოსფეროს ტენიანიანობა. თბილი წყალი და ატმოსფეროს ტენიანობა ქარიშხალს ენერგიას აძლევს. ქარის სუსტი მოძრაობა კი, რაც ნიშნავს სიმაღლესთან ერთად, ქარის მიმართულების მცირე ცვლას, მით უფრო ინარჩუნებს ქარიშხალს ლოკალურად და ძლიერებს".


„ირმას" კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ მას პირდაპირი კონტაქტი არ აქვს მიწასთან, იმის მიუხედავად, რომ მან გაანადგურა რამდენიმე პატარა კუნძული კუნძული".


ბოლო ორი დღის განმავლობაში შტორმებმა სახელწოდებით „კატია" და „ხოსე" ატლანტის ოკეანეში ქარიშხლის სტატუსს მიაღწიეს. რა უნდა მოუხერხონ იმ ფაქტს, რომ ერთდროულად სამი ქარიშხალია აქტიური?


მეტეოროლოგების თქმით, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს არ არის უპრეცედენტო შემთხვევა. როგორც ისინი ამბობენ, ასეთი რამ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ხდება. ფილ კლოცბახის თქმით, „1966 წლიდან მოყოლებული ასეთი რამ მომხდარა 1967 წელს, 1980 წელს, 1995 წელს, 1998 წელს, 2010 და ახლა უკვე 2017 წლებში, ამიტომ ეს ახალი არ არის, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ასეთი სტიქიური უბედურების სეზონი პიკს აღწევს".


შეიძლება თუ არა ქარიშხლის სიძლიერე დავაბრალოთ კლიმატის ცვლილებას?


მეტეოროლოგების თქმით, როდესაც საქმე ქარიშხალს ეხება, კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერავინ გასცემს. შტორმი ძლიერია, მაგრამ არც ისეთი ძლიერი, როგორიც ყოფილა ადრე. ქარიშხლები ასობით წლის განმავლობაში ანადგურებდნენ ატლანტის სანაპიროს, თუმცა კლიმატის ცვლილება სავარაუდოდ, თამაშობს გარკვეულ როლს მის გაძლიერებაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი