logo_geo
„კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს
- +

8 სექტემბერი. 2017. 15:28



პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს.


„რადიო თავისუფლების" ცნობით, რამდენიმე დღის წინ „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე მავთულხლართები გააბეს შესასვლელი ზონის გასწვრივ.


უკრაინელი მესაზღვრეები უარს ამბობენ კომენტარის გაკეთებაზე აღნიშნულთან დაკავშირებით. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი აქტივისტების საზღვარზე შემოჭრის გამორიცხვაა.



 

big_banner
არქივი