logo_geo
Facebook-ზე მალე ფერადი კომენტარები გამოჩნდება
- +

8 სექტემბერი. 2017. 23:22


Facebook-ი განვითარების ტემპს არ ანელებს და სიახლეებს გვთავაზობს. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური პლატფორმა ფერად კომენტარებს ტესტავს. აღნიშნული ფუნქცია ჯერჯერობით მომხმარებლების ძალიან მცირე ნაწილს აქვს გააქტიურებული.


​ფერადი კომენტარების ინსპირაცია ფერადი სტატუსებია. ფუნქციის მიზანია, მომხმარებლების კიდევ უფრო გააქტიურება და წერის ფუნქციის დახვეწა.


ფერადი კომენტარების ფუნქცია თავდაპირველად მხოლოდ მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდება და ის დესკტოპ-ვერსიაში არ იქნება ხელმისაწვდომი.


ფუნქციას უკვე იწუნებენ ის მომხმარებლები, რომელთა გემოვნება სისადავეზეა ორიენტირებული. თუმცა, ბუნებრივია ფერადი კომენტარების გააქტიურების შემთხვევაში, ტრადიციული გზითაც შეგვეძლება დაკომენტარება.


​ჯერჯერობით უცნობია, როდის გააქტიურდება ყველა მომხმარებლისათვის ფერადი კომენტარების ფუნქცია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი