logo_geo
ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა
- +

9 სექტემბერი. 2017. 11:09



CoinDesk-ის ინფორმაციით, კრიპტოვალუტის ფასი გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ 4 660 დოლარიდან 4 224 დოლარამდე დაეცა.


ექსპერტების შეფასებით, ბიტკოინის ფასის ვარდნის მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების განცხადება გახდა, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტის ყველა ბირჟის დახურვას ეხებოდა.


მართალია, ამ მომენტისთვის ამ განცხადებას ოფიციალური ფორმა არ აქვს, მაგრამ 4 სექტემბერს ჩინეთის ნაციონალურმა ბანკმა აუკრძალა ადგილობრივ კომპანიებს, მიიზიდონ კრიპტოვალუტაში გამოხატული ფინანსები და მომხმარებლებისთვის თანხის უკან ეტაპობრივად დაბრუნების განკარგულება გამოსცა.




 

big_banner
არქივი