logo_geo
დღეს ჩრდილოეთ კორეა სახელმწიფოს დაარსების წლისთავს აღნიშნავს
- +

9 სექტემბერი. 2017. 11:27



9 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეა თავისი დაარსების წლისთავს აღნიშნავს.


ამ დღის აღსანიშნავად შესაძლოა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაისროლონ.


ადგილობრივი მედიის ცნობით, რესპუბლიკის დაარსების ყოველ წლისთავზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ეწყობა. 2016 წლის 9 სექტემბრის აღსანიშნავად კი, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ატომური გამოცდა ჩაატარა.


მიმდინარე კვირის მანძილზე სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ჩრდილოეთელი მეზობლის მიერ 9 სექტემბრის აღსანიშნავად, რაკეტის შესაძლო გამოცდის შესახებ განცხადება უკვე რამდენჯერმე გაავრცელა.


3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი.


რაკეტის შესაძლო გამოცდის ახალ თარიღად ასევე 10 ოქტომბერი სახელდება. ამ დღეს ჩრდილოეთ კორეის მმართველი, მუშათა პარტიის დაარსების თარიღი აღინიშნება.


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო დაარსდა 1945 წელს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი