მალაიზიის ქალაქ ლიმბანგში ნიანგი ერთ-ერთ მაღაზიასთან მიხოხდა. ქვეწარმავლის დაჭერის ოპერაციაში მეხანძრე-მაშველები ჩაერთვნენ, რომლებსაც ნიანგის დაკავება ძალიან გაუჭირდათ.
სოციალურ ქსელში ნიანგის დაჭერის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ იგერიებს ქვეწარმავალი მაშველების მიერ დაგებულ ხაფანგს.