logo_geo
კიევში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ უკრაინელ მოდელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა
- +

9 სექტემბერი. 2017. 18:26



კიევში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ ცნობილ უკრაინელ მოდელს, „დიორის" ყოფილ სახე ნატალია კოშელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.


ნატალია კოშელის პირადმა ექიმის დიმიტრი მისნიაკოვის განცხადებით, პაციენტს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვს, კერძოდ კი, დამწვარი აქვს სხეულის ნაწილი, დაზიანებული აქვს ორგანოები და ასევე აქვს სხვადასხვა სახის მოტეხილობები. დიმიტრი მისნიაკოვის თქმით, ნატალია კოშელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.


ექიმის განცხადებით, დაზიანებები სერიოზულია და რთულია რაიმეს პროგნოზირება.


გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებისას ავტომობილში მოდელის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის 10%-ის დამწვრობა მიიღო.











 

big_banner
არქივი