logo_geo
ქარიშხალი „ირმა“ შესუსტდა
- +

9 სექტემბერი. 2017. 21:06



აშშ-ის ფედერალური საგანგებო სამსახურის ცნობით, ქარიშხალი „ირმას" სიმძლავრე მესამე კატეგორიამდე დაეცა, მაგრამ კუბის სანაპიროებიდან შტატი ფლორიდისკენ გადაადგილებას მაინც აგრძელებს.


ქარიშხლის გამო, კუბას კუნძულზე წყალდიდობაა. ფლორიდის შტატიდან 5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას კარიბის აუზის კუნძულებზე 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თავდაპირველად აშშ-ის საგანგებო სამსახურმა „ირმას" უმაღლესი მეხუთე კატეგორია მიანიჭა, თუმცა მოგვიანებით მეოთხემდე შეამცირა. ახლა კი მას მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული.












 

big_banner
არქივი